Wildberries-ის მრავალფეროვანი ასორტიმენტი: ტანსაცმლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკამდე

Wildberries-ის მრავალფეროვანი ასორტიმენტი: ტანსაცმლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკამდე

Wildberries, რომელიც საქართველოს ბაზარზე  ერთი წლის წინ გამოჩნდა,  ამყარებს მის პოზიციებს  და ხდება ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ონლაინ შოპინგის მოყვარულებისთვის. საქართველოში უკვე პოპულარული კატეგორიების, ტანსაცმლისა და აქსესუარების გარდა, დღეს პლატფორმაზე შეგიძლიათ იპოვოთ 10-ზე მეტი კატეგორიის პროდუქცია, მათ შორის ავეჯი, ელექტრონიკა, სპორტული ინვენტარი, წიგნები, საავტომობილო პროდუქცია.

მომხმარებლები საქართველოში  სულ უფრო აქტიურად უკვეთავენ მარკეტფლეისზე და მრავალფეროვანი ასორტიმენტი ხდება ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. Wildberries-ზე მოთხოვნადი არაა მხოლოდ ჩვეული კატეგორიები, როგორებიცაა მოდა, სილამაზე ან საოჯახო პროდუქცია. აქ  იპოვით უფრო მოულოდნელ პროდუქციასაც, მაგალითად, ყველაფერს რემონტისთვის ან ინტერიერის განსაახლებლად: პროფესიონალური შედუღების აპარატებიდან საღებავამდე. საავტომობილო პროდუქციის  განყოფილებაში დაგხვდებათ აქსესუარებისა და სახარჯე მასალების ფართო არჩევანი, რომლის შეკვეთაც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. Wildberries გთავაზობთ ათასობით ბრენდსა და მილიონობით პროდუქტს, რათა თითოეულმა შეძლოს იდეალური საყიდლების სიის შედგენა მოდური ზურგჩანთებიდან,  ხელოსნის ხელსაწყოებამდე.

პლატფორმაზე თანაარსებობენ მსხვილი საერთაშორისო ბრენდები და ჯერჯერობით ნაკლებად ცნობილი ქართველი სელერების ბრენდები და პროდუქტები — ადგილობრივი ასორტიმენტი მსოფლიო სახელებთან ერთადაა წარმოდგენილი. ამავდროულად ქართველი სელერებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ეს არის შესაძლებლობა, გავიდნენ მაქსიმალურად ფართო აუდიტორიაზე, იპოვონ პარტნიორები და მუდმივი კლიენტები, რაც შეიძლება გახდეს ტრადიციული მარკეტინგის კარგი ალტერნატივა, რომელიც უმეტესობა მათგანისთვის  შესაძლოა,  მიუწვდომელი იყოს.

თბილისის მაცხოვრებლები რჩებიან Wildberries-ის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებად (2024 წლის ოქტომბერში სწორედ აქ გაიხსნა შეკვეთების გაცემის პირველი პუნქტი), მაგრამ ინტერესი პლატფორმის მიმართ სწრაფად იზრდება სხვა რეგიონებში, სულ უფრო ხშირად უკვეთავენ აჭარაში, ქვემო ქართლსა და კახეთში. ქვეყანაში მუშაობის ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ გახსნა თითქმის ასი შეკვეთის გაცემის პუნქტი: დღეს მათ ნახავთ უფრო შორეულ დასახლებებშიც, მაგალითად, თელავში, გორსა და ახალციხეში. შეკვეთების გაცემის პუნქტების მოსახერხებელი სამუშაო სისტემისა და მრავალფუნქციური მობილური აპლიკაციის დახმარებით, ერთი და იგივე ასორტიმენტი ხელმისაწვდომია როგორც დიდ ქალაქებში, ასევე პატარა დასახლებებში მცხოვრები მომხმარებლებისთვის. სწრაფი ლოგისტიკა Wildberries-ის ერთ-ერთი უპირატესობაა: შეკვეთების უმრავლესობის მიწოდება ხდება  მხოლოდ 4-6 დღეში, შორეულ რეგიონებშიც კი.

Wildberries არის არა უბრალოდ ონლაინ მაღაზია, არამედ უნივერსალური სივრცე, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი: ისევე როგორც მოდური ტანსაცმელი და პარფიუმერია, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკა და წიგნები. პლატფორმის განვითარებასთან და ახალი მეწარმეების დამატებასთან ერთად ასორტიმენტი აუცილებლად გაფართოვდება, გამოჩნდება ახალი კატეგორიები, მათ შორის გაბარიტული პროდუქცია.

საქართველო დღეს ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია რეგიონში: ონლაინ გაყიდვების წილი სტაბილურად იზრდება, ყალიბდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, საწყობები, ლოგისტიკა, საგადასახადო გადაწყვეტილებები. საერთაშორისო მარკეტფლეისებისთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა განვითარდნენ ბაზარზე, ხოლო ქართველ მომხმარებლებს ეს აძლევს კომფორტის ახალ დონესა და გაცილებით ფართო შესაძლებლობებს არჩევის პროცესში.

Wildberries, რომლის პლატფორმაზეც წარმოდგენილია 60 მილიონზე მეტი პროდუქტი და მილიონობით აქტიური მომხმარებელი, ეხმარება არა მხოლოდ მომგებიანი შესყიდვების განხორციელებაში, არამედ უჭერს მხარს ადგილობრივ ბიზნესს, ანიჭებს ქართველ გამყიდველებს ინსტრუმენტს საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად. ონლაინ ვაჭრობა ხდება ყოველდღიური ცხოვრების სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო Wildberries-ის მსგავსი მარკეტფლეისები წარმოადგენენ  მის მთავარ მამოძრავებელ ძალას.