ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
მიხეილ სააკაშვილი სასათბურე პირობებში იყო და მის მიმართ უპრეცედენტო დამოკიდებულება იყო, რადგან ქვეყანაში უამრავი პოლიტპატიმარია და მას განსხვავებული პირობები ჰქონდა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში წაყვანა მათი დღის წესრიგის ნაწილია და მივმართა საქართველოს ხელისუფლებას, მისცენ საშუალება, უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადაიყვანონ სამედიცინო მიზნებით.
„ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში გადაიყვანეს, ეს არის მისასალმებელი. როგორ მოხდება მისი გადაყვანა და მოხდება თუ არა უკრაინაში, ეს დამოკიდებული იქნება შესაბამის უწყებაზე. სადაც მან დანაშაული ჩაიდინა, სასჯელი იქ უნდა მოიხადოს. ღიმილის მომგვრელია, რომ სხვა ქვეყანას დააბრალო, რომ თურმე, ყოფილი პრეზიდენტი რძის კონტეინერში ჩასვეს და საქართველოში გამოუშვეს“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.