ვისთვის და რამდენით ძვირდება გაზი - დეტალები ტარიფების შესახებ

გაზი

1-ლი ივლისიდან რეგიონებში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბიზნესისთვის იზრდება.

კერძოდ, 2022 წლის 1 ივლისიდან შპს „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 (ერთი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. როგორც კომპანიაში ამბობენ, ფასის კორექტირების აუცილებლობა განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლების ფასის ცვლილებით.

უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.

ასევე, 2022 წლის 1 ივლისიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის“ და „საქორგგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 (ერთი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. „ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული რეალობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რაც განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ცვლილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირებაზე. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი 2023 წლამდე“, – განმარტავენ კომპანიაში.

და ბოლოს, 2022 წლის 1 ივლისიდან შპს “თელავგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება ასევე 1,38 (ერთი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.

„ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული რეალობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რაც განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ცვლილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირებაზე. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი 2023 წლამდე“, – ამბობენ შპს “თელავგაზში“.