სად შეგიძლიათ ბავშვების უფასოდ გართობა პირველ ივნისს

bavshvta dge

პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დედაქალაქის მასშტაბით კი სხვადასხვა გასართობი პროგრამა და აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასწრება უფასო იქნება:

პირველი ივნისი დედაქალაქის მასშტაბით სამ დიდ პარკში აღინიშნება.ესენია:

ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი;

მზიურის პარკი;

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი (ე.წ. კიკვიძის პარკი).

ღონისძიების ფარგლებში სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი. ამ სივრცეებში სივრცეში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა. ასევე, მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული უფასოდ გადაეცემათ, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები იზრუნებენ.

გარდა ამისა, კვირეული ფარგლებში, 1-დან 6 ივნისის ჩათვლით, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სახლის ორგანიზებით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში გაიმართება გოგი თოდაძის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის სააერთაშორისო ფესტივალი ქართველი და უცხოელი საბავშვო ახალგაზრდული თეატრალური დასების მონაწილეობით.

ასევე, 4 ივნისს თბილისის ცირკში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. ეს ფესტივალი ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში განხორციელდება. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.


კიკვიძის პარკში დღის პროგრამა 16:00-დან დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება.

საბავშვო ევროვიზიის მონაწილე, ნიკო ქაჯაია და სტუდია "რანინას" მონაწილეთა კონცერტი გაიმართება.

ასევე იქნება: თოჯინების თეატრი
ილუზიონისტების შოუ
საპნის ბუშტების შოუ
ჯამბაზების შოუ
აზოტის შოუ
საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა
მეზღაპრის კუთხე
ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე
გასართობი და შემეცნებითი თამაშები
სახის მოხატვა
ბატუტი
მოძრაობის თეატრის კოსტიუმირებული სპექტაკლები
უფასო ტკბილეული
ფოტოზონა-გიფრი
ანიმატორები
გიგანტური სათამაშო დინოზავრები ( ხმოვანი ეფექტით)
კვების ზონა
გოძიაშვილის ბაღში პროგრამა 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. გაიმართება:
საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა კონცერტი
საბურთალოს რაიონის სკოლის მოსწავლეების კონცერტი
თოჯინების თეატრის წარმოდგენა
საპნის ბუშტების შოუ
ჯამბაზების შოუ
ილუზიონისტთა პროგრანა
სახის მოხატვა
ელექტროატრაქციონები
გიგანტური სათამაშო დინოზავრები ( ხმოვანი ეფექტით)
ანიმატორები


მზიურის პარკში კი პროგრამა 16:00-დან დაიწყება და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება:


იქნება დიდი ბატუტი და ატრაქციონები, მოეწყობა სხვადასხვა გასართობი კუთხე. გრძელი ბუშტების მეშვეობით ფიგურებისა და ცხოველების შექმნის მასტერკლასი.

ასევე იქნება: მხიარული სათვალეებისახატავი და საძერწი კუთხემინი-გოლფიჰოკეის მაგიდასახის მოხატვარგოლის სროლა მიზანშიმაგნიტური ისრების სროლაზღაპრის გმირებიუფასო ტკბილეულიილუზიონისტების შოუგიგანტური დინოზავრები გახმოვანების ელემენტებითაზოტის შოუ