„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა «პრაიმ ტაიმთან» იმის შესახებ ისაუბრა თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე მაგნიტური დღეები და რატომ.
- ბატონო მიხეილ, რატომ ახდენს მაგნიტური დღეები და მზეზე მომხდარი აფეთქებები გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე?
- მზეზე აფეთქებები და მზის ქარიშხლები მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. როცა დედამიწის გეომანტია უარყოფითია და გასავლელი გვაქვს დაბნელების დეოეფნები იმატებს გეომაგნიტური დღეებიც. ამის შესახებ ყოველთვის ვაცნობებ საზოგადოებას ჩემი ჟურნალის მეშვეობით და ცხრილებიც მაქვს. ამ კუთხით მარტი პოზიტიურ ენერგოველშია. გამონაკლისია მხოლოდ 3 მარტი, რომელიც მთვარის დაბნელება და მძიმე დღეა. უარყოფით ენერგოველში როცა არის დედამიწა ადამიანი გაღიზიანებულია, იქმნება ჯანმრთელობის პრობლემები განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის და გულსისხლძარღვთა პრობლემების მქონეთათვის. რადგან იცვლება წნევა, იმატებს თავის ტკივილი, დისკომფორტი და ა.შ. როცა მაგნიტური ქარიშხლებია ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ გაქვთ დისკომფორტი გაატარეთ შესაბამისი პროფილაქტიკა. ლოცვა და სიყვარული უნივერსალური მეთოდებია, მაგრამ აქ რადგან ჯანმრთელობაზე მიდის ზეწოლა უნდა დავეხმაროთ ორგანიზმს თუნდაც წამლების მეშვეობით.