მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1780003147
ყველაზე მაგარ მეგობარს და ყველაზე მაგარ მეუღლეს დაბადების დღეს ვულოცავ! - ასე ულოცავს უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე მეორე ნახევარს დაბადების დღეს.
მამუკა მდინარაძის მეუღლე ნათია კუნჭულია გახლავთ. წყვილს ორი შვილი, გურამ და კატო მდინარაძეები ჰყავთ.


პოლიტიკოსის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ კუნჭულია საჯარო უწყების თანამშრომელია. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახურის უფროსია.

მდინარაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გაიხსენა, სად გაიცნო თავისი მეორე ნახევარი.
„ნათია გავიცანი ჩემს მამიდაშვილის შვილთან. მეთერთმეტე კლასელი იყო და უბრალოდ, გავიცანით. მაშინ იმ კუთხით არ მიფიქრია, რომ შეყვარებული ყოფილიყო. მერე ოჯახურ სუფრებზე რომ მოვხვდით ერთად, უკვე დაიწყო ეს ურთიერთობა და ამ ურთიერთობის დაწყებიდან, სადღაც 2002 წლიდან 2 წელიწადში უკვე დავქორწინდით“, – განაცხადა მდინარაძემ.
მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1780003147
ივნისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1780086908