გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
The Times-ის ინფორმაციით, კიევში იმყოფება 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი, რომლებსაც კრემლისგან პრეზიდენტი ზელენსკის და მისი მთავრობის წევრების მოკვლა აქვთ დავალებული.
გამოცემის ცნობით, „ვაგნერის" დაჯგუფებამ უნდა შექმნან საფუძველი იმისთვის, რომ მოსკოვმა კონტროლი აიღოს.
„ვაგნერის დაჯგუფებას" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოესი მოკავშირეები აფინანსებენ. "თაიმსი" წერს, რომ ისინი უკრაინაში აფრიკიდან 5 კვირის წინ ჩავიდნენ მისიით, რომ სოლიდური ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ზელენსკის მთავრობის ლიკვიდაცია მოახდინონ.
დაჯგუფების მისიის მიზნის შესახებ უკრაინის მთავრობამ შაბათ დილას შეიტყო, რამდენიმე საათის შემდეგ კი კიევში 36-საათიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა, რათა ქალაქი რუსი დივერსანტებისგან გაეწმინდა.