გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
უკვე მესამე დღეა რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. უკრაინელები ოკუპანტების შესაჩერებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ.
უკრაინას გულშემატკივრობს მთელი მსოფლიო. იმართება მხარდამჭერი აქციებიც. უკრაინელებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებისთვის ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელსაც აქტიურად იყენებენ.
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველიც ეხმაურება. როგორც ჩანს, ის რუსთაველის გამზირზე გამოსვლას აპირებდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. (სტილი დაცულია)
„არაერთ მოსაზრებას გავეცანი დღეს აქციაზე ნინოს, ჩემსა და ორკესტრის მუსიკოსების მიერ დაგეგმილ მუსიკალურ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც ბევრმა გაგვაკრიტიკა…
მე მესმის, მრავალგვარ აზრს აქვს არსებობის უფლება. (ვფიქრობ სიტყვა “კონცერტმა” უფრო გააღიზიანა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უსაზღვროდ დაზაფრული და ნერვებ დაგლეჯილი ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი)
ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: ნინოს და ჩვენს მხარდასაჭერ გამოსვლას თავისუფლების მოედნიდან პირდაპირ ეთერში რთავენ უკრაინის ტელევიზიები, რადგან თავად ისინი, ის ქვეყანა და ის ხალხი ვინც ომობს მადლიერია ჩვენი ამ გადაწყვეტილებით და ახლაც მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების დამუშავება, რათა სიგნალი შეუფერხებლად იქნეს მიწოდებული კიევში.
ნინო ქათამაძე უკრაინელებისთვის ისეთივე (არა, დამიჯერეთ უფრო მეტად!!!) ძვირფასი მომღერალია როგორც ჩვენთვის, ჰოდა მისი თითოეული ბგერა გაუთბობს გულებს მეტროს გვირაბებში შეფარებულ უკრაინელ ბავშვებს, ახალგაზრდებს, ქალებს და ქალაქების თუ სოფლების ქუჩებში მყოფ მებრძოლ პატრიოტებს!
დაბოლოს: ყველაზე მძიმე დროს, განსაკუთრებით კი ომში სიმღერა ქართული ფოლკლორის ყველაზე მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა! არავინ აპირებს დღეს იქ ცეკვა-თამაშს და გართობას! იქ ჩვენ ხმას, ამჯერად კი ქართული და უკრაინული მუსიკის ხმას მივაწვდენთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც ძალიან ძალიან ბევრი გვყავს და ვიცით როგორ გველოდებიან…
მერე კი მეც, ნინოც, ლიზა ბათიაშვილიც, ანიტაც, ბექაც, გიორგიც, პაპუნაც, სოფოც და ჩვენი მუსიკალური სამეგობროს კიდევ ბევრი წარმომადგენელი გავემგზავრებით უკრაინის ქალაქებში და მართლა სადღესასწაულო კონცერტებს ჩავუტარებთ მათი გამარჯვების და მსოფლიოს უდიდესი ბოროტების დამარცხების აღსანიშნავად“,- წერს ნიკოლოზ რაჭველიშვილი.