1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ვაჟა ფშაველას გამზირზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ქვეითს მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს და ფოტო - ვიდეომასალას ავრცელებს.
მისივე თქმით, საავადმყოფოს ექიმებმა ძალისხმევა არ დაიშურეს და დაშავებულს პირველადი დახმარება ქუჩაში აღმოუჩინეს:
,,ვინმემ არ თქვას ქართველ ექიმებზე აუგი. კოშმარული ფაქტის მომსწრე გავხდი - ზედ ვაჟაზე დაეჯახა ქვეითს მანქანა. ძალიან ცუდად დაეჯახა. იმედი მაქვს გადარჩება. ღმერთო უშველე. წამში მთელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები თავის ჟანგბადის ბალონებით stretcher-ით და ა.შ ვაჟას მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდნენ.
როგორ უკეთებდნენ გულის მასაჟს მონაცვლეობით რომ გენახათ. გააჩერეს მოძრაობა, გადაკვეთეს stretcher-ით გამზირი. ერთი ჟანგბადის ბალონს მიარბენინებდა, მეორე ზედ იყო ასული და გულის მასაჟს უკეთებდა. იმედის მომცემი სანახაობა იყო. ღმერთო, შენი ხელიც გაურიე და გადაარჩინე ახალგაზრდა კაცი. ჩემი დიდი პატივისცემა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.