პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მთელი საქართველოს მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს მომსახურებას, – ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული ფარმაცვეტული კომპანია „სანოფი პასტერის“ (Sanofi Pasteur) წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო.
პირველ ეტაპზე მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს. 15 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ბმულზე გადასვლით გაეცნობით იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალის, სადაც გრიპის ვაქცინის გაკეთებას უფასოდ შეძლებთ.
რესპირატორული დაავადება მაქსიმალურ ნიშნულს დეკემბრის ბოლოს მიაღწევს. სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო, მიზეზი კი მიმდინარე წელს გრიპის გრიპის რამდენიმე ტალღაა. სანამ სეზონური ვირუსი მოსახლეობას მასიურად მოედება, ექიმები მოქალაქეებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ.
ექიმები ამბობენ, რომ გრიპი თვისებებისა და მახასიათებლების მიხედვით, სხვა რესპირატორულ ინფექციებში ყველაზე საყურადღებოა. მიმდინარეობს 3-5 დღის განმავლობაში და გართულებებიც ახასიათებს. თავდაცვის საშუალება იმუნიტეტის გაძლიერებაა, რომელიც ვაქცინაციით არის შესაძლებელი.
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944