ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ემიგრანტ დედას საკუთარ შვილებს აღარ ალაპარაკებს მამა, ხოლო დედის გამოგზავნილ ნივთებს დემონსტრაციულად წვავს. ყველანაირად დაჩაგრული და გაუბედურებული დედა გვიკავშირდება და გვთხოვს, მისი შვილების დახსნას მოძალადე მამისაგან, რომელიც ბავშვებს დედას აძულებს, - ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენმა ადვოკატმა ამოწერა ორდერები, შეატყობინა სოციალურ სააგენტოს და მიაკითხა სკოლას, რომ გასაუბრებოდა ბავშვებს, გამოიძახა პოლიციაც, საქმის კურსში ჩააყენა შსს ად. უფ. დეპარტამენტიც - შედეგი:
1. სოცმუშაკი არ გამოცხადდა.
2. დირექტორმა არ მიუშვა იურისტი საკუთარ კლიენტთან - ბავშვებთან.
3. პოლიციამ თქვა, რომ მერე, სხვა დროს გამოკითხავს ბავშვებს და წავიდა.
ახლა ეს ბავშვები, რომლებსაც ოჯახი ისედაც უკრძალავს დედასთან კონტაქტს მიჰყავთ შინ, რომ უფრო მაგრად „დაავერბოვკონ“ სახლში, უფრო დააშინონ და დააზეპირონ პოლიციისთვის მისაცემი ჩვენება.
აი, ასე არღვევს სახელმწიფო ბავშვთა უფლებებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე და საერთოდ არც კი ცდილობს ბავშვების დაცვას მოძალადე მამისგან. ვინც არ იცით, განვმარტავ, როცა მამა რომ შვილებს აძულებს დედას - ის მოძალადეა!