ვინ არის ყოფილი მის უკრაინა, რომელიც ომში იბრძვის

ანასტასია ლენნა

ყოფილი მის უკრაინა, ანასტასია ლენა თავისი ქვეყნის დასაცავად მზად არის. 2015 წლის მის უკრაინამ, გადაწყვიტა ჯარში გაწევრიანებულიყო, რათა თავისი ერის მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ებრძოლა.

ანასტაია აქტიურადაა ჩართული მიმდინარე მოვლენებში და საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს ახალ ამბებს. მან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოც გააზიარა და მას ძლიერი პრეზიდენტი უწოდა.

ანასტაია ლენნა პროფესიით მარკეტერია, მან კიევის სლავისტიკის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა, როგორც მისი ინსტაგრამიდან ჩანს, მანამდეც იყო დაინტერესებული სამხედრო წვრთნებით და იარაღის ხმარება ომამდე ისწავლა.

ის ადრე მუშაობდა მოდელად და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად თურქეთში, მისი Miss Grand International პროფილის მიხედვით. ის ასევე ფლობს ხუთ ენას და მუშაობდა მთარგმნელადაც.