ვინ არის ქალი, რომელმაც 3 ობლად დარჩენილი ბავშვი იშვილა - ბავშვების ისტორია მთელმა საქართველომ იცის

ნათია

კახეთში ობლად დარჩენილი სამი პატარა ბავშვების ისტორია თითქმის მთელმა საქართველომ იცის.

11 წლის ლუკას და 7 წლის ტყუპ დებს ჯერ მამა, ცოტა ხნის წინ კი დედაც გარდაეცვალათ. ისინი უსახლკაროდაც დარჩნენ. უდედმამოდ დარჩენილ ბავშვებზე ბიძა და ბიცოლა ზრუნავდნენ.

ბავშვების ცხოვრება ცოტა ხნის წინ შეიცვალა. პატარები 42 წლის ნათია ჯიყაშვილმა იშვილა, რომელიც დაოჯახებულია და წლებია შვილები არ ჰყავდა. ქალბატონის ცხოვრების შესახებ „პალიტრავიდეო“ გვიყვება.

ბავშვები შესახებ მან ახლობლისგან შეიტყო, ისინი კახეთიდან თბილისში წამოიყვანა და ახლა მათ მზრუნველობას არ აკლებს.

„ჩემი ბიძაშვილი დამიკავშირდა და მითხრა ბავშვების შესახებ. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ გადავწყივტეთ, რომ ბავშვებს სჭირდებოდათ დახმარება. თუ ავიყვანდით, აუცილებლად სამივე უნდა წამოსულიყო“,- ამბობს ნათია ჯიყაშვილი.

მასთან ბავშვებიც კარგად გრძნობენ თავს. დღეს ისინი უკვე ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას, სწავლას და სხვადასხვა აქტივობით არიან დაკავებულები.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, ბედნიერი ვარ. კარგად ვცხოვრობთ აქ, კარგად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, მასწავლებელთან დავდივარ, ფეხბურთზე და დარბაზში“,- ამბობს 11 წლის ლუკა. 

ნახეთ ვიდეო