პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსთავში მყოფი უკრაინის მოქალაქე ბავშვები ბაგა-ბაღებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. ა(ა)იპ „ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების” ფილიალებში, ბავშვთა ჩარიცხვის წესში, ცვლილების შესატანად, რუსთავის მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა.
ცვლილების თანახმად, უკრაინის მოქალაქე 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ მიმდინარე წლის 1 იანვრამდე რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის არსებობის შემთხვევაში, ხოლო პირველი იანვრის შემდეგ შემოსული ბავშვები მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე ჩაირიცხებინ. ამ დრომდე არსებული წესით, კი საბავშვო ბაღებში რუსთავში რეგისტრირებული და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ბავშვები ირიცხებოდნენ.
„უკრაინელი ბავშვები ჩვენი ინიციატივით, ძალიან მალე შეძლებენ იგივე სერვისით ისარგებლონ რომელიც ჩვენი რუსთაველი ბავშვებისთვის გვაქვს. უკვე დავაინიცირეთ წესში ცვლილება, შევიტანეთ საკრებულოში და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევა ძალაში“, -განაცხადა რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამ ეტაპზე რუსთავის ბაგა-ბაღებში ჩარიცხვის სურვილი თორმეტი უკრაინელი ბავშვის მშობელმა გამოთქვა.