საქართველოში ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს... - რა უნდა იცოდეთ
1780865182
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავარიაში დაღუპული ახალგაზრდა, სოფელ ზემო ქედის მკვიდრი, გოგა გოგოჭურია.
ადგილობრივების ინფორმაციით, 25 წლის გოგოჭური დასაქმებული იყო და ყოველი კვირის დასაწყისში, სოფლიდან თბილისში საკუთარი მანქანით მოძრაობდა.
,,თბილისში მუშაობდა, დადიოდა ყოველ კვირას სოფელში და უკან. დედისერთა ბიჭი იყო, გამწარდა ოჯახი. ცოლ-შვილიც არ დარჩა. ძალიან მძიმე ამბავია, მთელი სოფელი განიცდის, უწესიერესი ადამიანის დაღუპვას“, - ამბობენ ადგილობრივები.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში მოხდა.
მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა და ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ავტომანქანას მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა.