VIDEO: ვრცელდება ტრაგიკულად დაღუპული დანიელ ბულკაშვილის უკანასკნელი კადრები - „ყველაფერს გავაკეთებთ, შენი პატარა კარგად რომ იყოს“

დანიელ ბულკაშვილი

მოხალისე ქართველი, რომელიც თურქეთში, ნანგრევებში დაიღუპა, მანამდე უკრაინაში იბრძოდა. დანიელ ბულკაშვილის ფეისბუკ გვერდს თუ გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ მისი გარშემომყოფები, მეგობრები და ახლობლები მისით ძალიან ამაყობდნენ, რადგან იყო იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

„დანი, ჩემო საუკეთესო მეგობარო, მე შენით ვამაყობ, ძალიან. ჯერ იყო და უკრაინის ომში დაუფიქრებლად წახვედი, ახლა თურქეთის გზა გადაწყვიტე, რადგან ერთ სიცოცხლეს მაინც უშველო! მე შენით ძალიან ვამაყობ! ჩვენ შენი მეგობრები, შენს გვერდით ვართ, ვხედავთ ყველაფერს და ვიზამთ ყველაფერს, რომ შენი პატარაც კარგად იყოს. არ ინერვიულო, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ვამაყობ შენით.“ - დაწერა მისმა მეგობარმა სოციალურ ქსელში.

დანიელ ბულკაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილების გამო ბევრი შექება დაიმსახურა, თუმცა, თვლიდა, რომ ეს მისი ვალდებულება იყო.

„ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ არაფერი გამიკეთებია ისეთი, რითაც შეიძლება ვიამაყო, რადგან ეს არის ადამიანობის ფაქტორი! მყავს შვილები და მირთულდება ყველაფრის ყურება.“ - დაწერა ახალგაზრდა კაცმა.
  
ბოლო კადრები... ↓