პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კიდევ ერთი მიწისძვრა თურქეთში - ჰატაის პროვინციაში მიწისქვეშა ბიძგებმა 6.4 მაგნიტუდას გადააჭარბა. ამჯერად სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა ვარაუდობენ, რომ სტატისტიკა გაიზრდება, დაშავებულია ასობით მოქალაქე.
მიწისქვეშა ბიძგები პროვინციაში გუშინ, ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქი დეფნე იყო. მიწისძვრას განმეორებითი ბიძგიც მოყვა, რომელის სიმძლავრეც 5,8 მაგნიტუდით განისაზღვრა. მიწისძვრა სირიაში, ეგვიპტესა და ლიბანშიც იგრძნობოდა.
შეგახსენებთ, რომ ჰათაი 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული პროვინციაა. ორი კვირის წინ ამავე რეგიონში მომხდარმა მძლავრმა მიწისძვრამ 47 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. 6 თებერვლის შემდეგ თურქეთსა და სირიაში ექვსი ათასზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.