1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თურქეთში, ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ირკვევა, დანიელ ბულკაშვილი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, მოხალისედ იყო წასული.
ახალგაზრდა კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
,,მე როგორც მითხრეს, ნანგრევები ჩამოიშალა და მოიყოლა. 7 თებერვალს წავიდა მოხალისედ თურქეთში. ოჯახმა იცის, მის ძმას ველაპარაკე", - უთხრა ,,პრაიმტაიმს" ბულკაშვილის მეგობარმა, გიორგი დიასამიძემ.
,,პრაიმტაიმი" დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
,,ამ დროისთვის, თურქეთში საქართველოს საელჩოში აღნიშნული ფაქტის შესახებ არც თურქეთის ოფიციალური უწყებებიდან და არც საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრების მხრიდან შეტყობინება არ შესულა. საელჩო აგრძელებს თურქეთის შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის მოძიების პროცესს", - განუცხადეს ,,პრაიმტაიმს" საგარეო უწყებაში.