VIDEO: ვრცელდება 2 წლის ევას ექსკლუზიური ვიდეო, როცა დედის ხმა პირველად გაიგო

დედის ხმა პირველად გაიგო

2 წლის ევამ, სმენის აპარატის მეშვეობით, დედის ხმა პირველად გაიგო! საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, მაღალტექნოლოგიური კოხლეარული იმპლანტი, რომლის ღირებულება 40 000 ლარია, სახელმწიფომ სრულად დააფინანსა.

ევა ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როცა სმენის სრული დაკარგვის დიაგნოზი დაუსვეს. ბავშვს სმენის აპარატის იმპლანტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა და შედეგმაც არ დააყოვნა!

"17 წლის ნანატრი ევა მყავს... ჩემმა შვილმა დღეს პირველად გაიგო ხმა... უსაზღვროდ ბედნიერი ვარ! ვერ აღვწერ ამ ბედნიერებას", - ამბობს ევას დედა.

ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ პროგრამის ფარგლებში, ევა რეაბილიტაციის კურსს უფასოდ გაივლის, აპარატის მონიტორინგი კი თვეში ერთხელ ჩაუტარდება.

„კოხლეარული იმპლანტები სმენის პრობლემების მქონე ბენეფიციარების მდგომარეობას ძირეულად ცვლის - ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ, ისინი ხმებს სრულფასოვნად აღიქვამენ, რაც მათ საზოგადოებაში მაღალი ხარისხით ინტეგრაციას განაპირობებს", - აცხადებენ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში.