1734813647
VIDEO: „ვფიქრობდი, მესამე შვილი მაინც დამიძახებს მამას-თქო და პანდემიაც მოვიდა“ - ლევან რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი შვილებთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ არც პანდემიამდე ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ დროის დიდი მონაკვეთი მათთან გაეტარებინა, პანდემიამ კი ყველაფერი კიდევ უფრო შეცვალა.
„ისეთ კონტაქტში არ ვარ ბავშვებთან როგორც რიგითი მშობელი უნდა იყოს. შუათანა იძახდა, ის კაცი მოვიდა, ღამე რომ დადისო... ამ ბოლო დროს გადაეჩვია. ისეთი. პერიოდი დამიდგა, დღის სამსახურზე გადავედი, 30 მორიგეობა აღარ მაქვს, მესამე შვილი უნდა გაჩნდეს... სულ ვფიქრობდი, ამასთან ერთად ვიქნები, ეს მაინც დამიძახებს მამას თქო და პანდემიაც მოვიდა. რა მამა, რის მამა, რომ შედიხარ, საერთოდ აღარ აინტერესებს ვინ ხარ.“ - თქვა ლევან რატიანმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში.
ნახეთ ვრცლად ↓