პანდემიის პერიოდში ძალიან ძნელია ექიმობა, ცხოვრება არ არის მარტივი - ლევან რატიანი

ratiani

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელს, ლევან რატიანს, თითოეული პაციენტი ახსოვს და ყოველ მათგანზე პირადად ზრუნავს.

მისი თქმით, კლინიკას უამრავი მეთოდიკა აქვს შემუშავებული იმისთვის, რომ პაციენტებს სტრესი ჩამოაშოროს.

„სიმართლე გითხრათ ყველა პაციენტი მახსოვს, სახლში ძილამდე როცა მივდივარ, ყველა თვალწინ წარმომიდგება და ვფიქრობ, რამე ხომ არ გამომრჩა. მინდა გითხრათ, რომ პანდემიის პერიოდში ძალიან ძნელია ექიმობა. ცხოვრება არ არის მარტივი.  ყველაზე დიდი მიდგომა რაც კი ამ კლინიკას გააჩნია, ეს არის ემპათია პაციენტების მიმართ, სულ გადაგვაქვს ყველაფერი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, უამრავი მეთოდიკა გვაქვს შემუშავებული, რომ ეს სტრესი მათგან ჩამოშორებული იქნეს“,- აცხადებს ლევან რატიანი. 

ათასობით გადარჩენილ სიცოცხლეს თან ლეტალური შედეგებიც ახლდა, თუმცა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი პაციენტის რაოდენობით გამოირჩევა.

„ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი შემთხვევები ხდება, თუმცა არის საბედნიეროდ შემთხვევები, როდესაც მძიმე პაციენტები, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, გადარჩებიან და ის გაეწერებიან კლინიკიდან“,- ამბობს ლევან რატიანი.