პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფემინისტური და ქვიარ არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave სოციალურ ქსელში ტრანსგენდერი ქალის კატალინას ისტორიას ავრცელებს.
„ჩემს გამოცდილებებს რომ ვაანალიზებ ვხვდები, საზოგადოება დღესდღეობით ცვლილებების აუცილებლობას გრძნობს. იმის მიუხედავად, რომ ვერ მიტანენ, ცდილობენ, რომ თავი შეიკავონ თავდასხმისგან
ყოველთვის მინდოდა კატალინა ვყოფილიყავი საზოგადოებაში. ვთვლი, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს გააცნობიერა თუ რატომ მინდოდა, როგორ მინდოდა და რას ნიშნავდა ეს ჩემთვის... მე 90-იანებიც ვნახე, 2000 წლებიც ვნახე და ვფიქრობ, რომ ვიღაცა თავისი თავის დამალვით ცდილობს პრობლემებს გაექცეს მაგრამ, პრობლემებს თუ გავექცევით ქვეყანაში პრობლემები ვერც ერთ საუკუნეში ვერ გადაიჭრება“, - ამბობს კატალინა.