გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
შვიდი წლის ლიზი ხოხონიშვილი აფხაზური ენის შესწავლით დაინტერესდა; გადაწყვეტილება ყველასგან დამოუკიდებლად მიიღო; ლეპტოპს უზის და სწავლობს;
სამი დღის წინ ბებოს ჰკითხა, "ღამე აფხაზურად როგორ არის?" ბებო უცნაურმა კითხვამ დააინტერესა, აიღო რვეული და ჩაიწერა ყველაფერი, რასაც კი აფხაზეთზე, "ზემოდან" წამოღებულ ინფორმაციას, მისი შვიდი წლის შვილიშვილი ფლობდა; შემდეგ ლიზის ვიდეო-ინტერვიუც ჩამოართვა;
"მე მინდა აფხაზეთში მოგზაურობა, ახლა ვერ წავალთ, იმიტომ რომ ნახევრად არის საქართველოსი;
ძალიან ლამაზია, აფხაზეთში არის ყველაზე ლამაზი ბუნება; მე მინდა ძველ საქართველოში; ასე მგონია, როცა დიდი გავიზრდები, ძველ საქართველოს ვნახავ;
ახლა საქართველო დაცულია, ომი აღარ იქნება" - ამბობს ლიზი;
ასევე დაგაინტერესებთ: ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული როლანდ აჟიბას ჩართულობით აჭარაში „აფხაზური კულტურის ცენტრი“ იხსნება
ნინო ბაშარული სამარშრუტო ტაქსიდან სიმღერისთვის ჩაიყვანეს - "რაც თავად სურთ, იმას გაკეთებინებენ"