რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? - რას ჰყვება გურიკას დედა
1786997599
რამდენიმე დღის წინ, თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.
„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და საინფორმაციო ვიდეორგოლს ავრცელებს.
„უბედურება ხდება მაშინ, როცა სახლში მკვლელი ღია წვის კამერიანი გაზის დანადგარებია. ისინი გამოყოფენ CO-ს, რომელსაც ვერ ვხედავთ და ვერ ვგრძნობთ, რაც იწვევს სიკვდილს. იფიქრე შენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებაზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.