პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ირანელ მოკრივეს მოჰამად ჯავად ვაფაეი-სანის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მიზეზად 2019 წლის საპროტესტო აქციებში მისი მონაწილეობა სახელდება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ქალაქ მეშჰედის ჩემპიონი კრივში 2020 წლის თებერვალში დააკავეს. ის წინა წლის ნოემბერში, საპროტესტო გამოსვლების დროს სამთავრობო შენობების დაწვასა და დანგრევაში ცნეს დამნაშავედ.
სპორტსმენის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს. ამავდროულად, სოციალური ქსელების მომხმარებლები ხელისუფლებას მისი სიცოცხლის გადარჩენას სთხოვენ, ტვიტერში კი გაჩნდა ჰეშტეგი #SaveMohammadJavad.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ირანის მართლმსაჯულებას სასიკვდილო განაჩენი სპორტმენისთვის გამოაქვს. 2020 წლის სექტემბერში სიკვდილით მოჭიდავე ნავიდ აფკარი დასაჯეს, რომელსაც ბრალი მკვლელობაში ედებოდა, თუმცა რეალურ მიზეზად საპროტესტო აქციებში მისი მონაწილეობა სახელდებოდა.