VIDEO: "წყლის ნაკადმა მოიმატა...შველას ითხოვდა..." - რა ბედი ეწია ძაღლს, რომლის კადრებიც სოცქსელში გავრცელდა

ძაღლი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლინიკა „ლაზიკამედთან“ დიდი რაოდენობით წლის დადგომის შემდეგ მიუსაფარი ძაღლი შენობაში თავის შეფარებას ცდილობდა, თუმცა, არ შეუშვეს.

გავრცელებულ ინფორმაციას კლინიკა პასუხობს და ვიდეოს აქვეყნებს:

„ძაღლი, რომელიც სტიქიის დროს შველას ითხოვდა, თითქოსდა „ლაზიკა მედმა" კარი არ გაუღო, სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, ეს ძაღლი წლებია ,,ლაზიკა მედს" არის შეკედლებული და ჩვენი თანამშრომლები აპურებენ.
მას შემდეგ, რაც უხვი ნალექი მოვიდა და წყლის ნაკადმა მოიმატა, კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ უღებს კარს ძაღლს დარაჯი, რომ შენობაში შესულიყო.

კადრებში ასევე კარგად ჩანს, რომ ძაღლის მიმართ ჩვენი დარაჯი მტრულად არ არის განწყობილი და მისთვის სტიქიის პერიოდში კარი არ დახურულა.

ასევე გავრცელდა, რომ ძაღლს კლინიკის ტერიტორიაზე დენმა დაარტყა და მოკვდა - არც ეს შეესაბამება სიმართლეს.

ცნობისთვის, შენობაშიც ნიაღვარი შევარდა და დაიტბორა პირველი სართული. მოვითხოვთ, შეწყდეს ,,ლაზიკა მედის" მედპერსონალის მიმართ უცენზურო და ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.