VIDEO: ცნობილი ტიკტოკერების მრავალშვილიან ოჯახს სახლი გადაუხურეს - ნახეთ პატარების ემოცია

ტიკტოკერი წყვილი

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ცნობილ ტიკტოკერ წყვილს, რომელიც მრავალშვილიანია, სახლი დაუხურა. ამის შესახებ გიორგი შუკაკიძემ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პატარების ემოციაც ჩანს.

ვიდეო ↓

ცნობისთვის, მარიამ მამარდაშვილისა და გიორგი შუკაკიძის ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო შემწეობაზეა დამოკიდებული.

ერთ-ერთ ინტერვიუში მარიამ მამარდაშვილმა „პრაიმტაიმს“ უთხრა, რომ, სოციალური დახმარება მხოლოდ ბავშვების გამოსაკვებად თუ ჰყოფნით, არადა მათ ისეთი ელემენტარული რამ სჭირდებათ, როგორიც ტანისამოსი და ჰიგიენური საშუალებებია.

„ზემო ნატანებში მარტო ვცხოვრობთ, სახლში არავინ გვყავს, არც დედა, არც მამა. 5  ბავშვს მარტო ვზრდით. კი გვიჭირს, მაგრამ ღმერთის წყალობით ვართ. სოციალურ დახმარებაზე ვართ დამოკიდებული.

უმეტესად ტანსაცმელი და ჰიგიენის საშუალებები გვჭირდება. სახლი სარემონტო გვაქვს, ვერ ვაკეთებთ, „სოციალურს“ რომ ვიღებთ, ძლივს გვყოფნის, რომ ბავშვები გამოვკვებოთ“, - ამბობს მარიამ მამარდაშვილი.