საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
გაცნობიდან ერთ თვეში დაოჯახდნენ და უკვე 12 წელია, ერთად არიან. - ეს იმ ცნობილი ტიკ-ტოკერი წყვილის ისტორიაა, რომლებმაც საზოგადოებას თავი მალევე შეაყვარეს.
მარიამ მამარდაშვილის თქმით, მეუღლე, გიორგი შუკაკიძე ზესტაფონში გაიცნო და ახლა მათ 5 შვილი ჰყავთ.
მარიამმა „პრაიმტამს“ თავისი ოჯახის შესახებ უამბო და გაჭირვებაც გაგვიმხილა.
„ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, 12 წლის წინ შევხვდით ერთმანეთს. ჩემი და ზესტაფონში იყო გათხოვილი, ჩემ მეუღლეს კი ბიძა ჰყავდა იქ და სწორედ ზესტაფონში გავიცანით ერთმანეთი. ერთი თვეში გავყევი ცოლად და მას შემდეგ ერთად ვართ.
ხუთი შვილი გვყავს, 4 ვაჟი და ერთი ნაბოლარა გოგონა. ყველაზე უფროსი თერთმეტი წლის არის, ყველაზე პატარა კი ორი წლის“, - ამბობს მარიამ მამარდაშვილი.
ტიკ-ტოკისთვის ვიდეოებს მისი 11 წლის შვილი იღებს. თავიდან, როცა ამ პლატფორმაზე გამოჩნდნენ, საზოგადოებას არ მოეწონა და არასასიამოვნო კომენტარებს წერდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ეს დამოკიდებულება სიყვარულით შეიცვალა და ახლა კომენტარების უმეტესობა დადებითია.
„თავიდან დაგვცინოდნენ, რას ჰგვანანო, გვიკომენტარებდნენ. მერე შეიცვალა დამოკიდებულება, როცა გაგვიცნეს ოჯახი. თავიდან განვიცდიდიდთ, მაგრამ ვიდეოებს მაინც ვიღებდით. ახლა ჩვენც შევეჩვიეთ და ხალხსაც შევუყვარდით. ზოგი ახლაც წერს ცუდ კომენტარებს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევთ.
მეზობლების დამოკიდებულება შეიცვალა, უმეტესობას არ მოსწონს, გვეუბნებიან, ხალხი დაგცინითო. ჩვენს ცეკვებზე რომ იცინიან ჰგონიათ, რომ დაგვცინიან“, - ამბობს მარიამ მამარდაშვილი.
ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო შემწეობაზეა დამოკიდებული.
მარიამ მამარდაშვილის თქმით, სოციალური დახმარება მხოლოდ ბავშვების გამოსაკვებად თუ ჰყოფნით, არადა მათ ისეთი ელემენტარული რამ სჭირდებათ, როგორიც ტანისამოსი და ჰიგიენური საშუალებებია.
„ზემო ნატანებში მარტო ვცხოვრობთ, სახლში არავინ გვყავს, არც დედა, არც მამა. 5 ბავშვს მარტო ვზრდით. კი გვიჭირს, მაგრამ ღმერთის წყალობით ვართ. სოციალურ დახმარებაზე ვართ დამოკიდებული.
უმეტესად ტანსაცმელი და ჰიგიენის საშუალებები გვჭირდება. სახლი სარემონტო გვაქვს, ვერ ვაკეთებთ, „სოციალურს“ რომ ვიღებთ, ძლივს გვყოფნის, რომ ბავშვები გამოვკვებოთ“, - ამბობს მარიამ მამარდაშვილი.
პ.ს. დახმარების მსურველები შეგიძლიათ შეეხმიანოთ ნომერზე: 568 68 08 92