„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
კალაძის გადადგომის საკითხის დაყენება, არავითარ შემთხვევაში არ არის სწორი, თბილისისთვის ეს კარგი არ იქნება, - ასე გამოეხმაურა თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი ოპოზიციის მხრიდან კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნას.
,,ზოგიერთი პოლიტიკოსი ოროსანი ბავშვივით ლაპარაკობს, გამრავლების ტაბულა რომ არ იცის, ისე. როგორ შეიძლება დღეს ამ საკითხის დაყენება... დამთავრდება გამოძიება და თვითონ კახიმ თქვა, რომ თუ ჩემი დანაშაული გამოიკვეთება, მე ყველაფრისთვის მზად ვარო.
რა არის ამის ასე აგორება და ასეთ ჭრილში გადატანა.
მოხდა ტრაგედია, უნდა იქნეს გამოძიებული. იმიტომ კი არა, რომ ვინმე გადადგეს, იმიტომ რომ შემდგომში არ მოხდეს მსგავსი რამ...", - განაცხადა ნიკო ლეკიშვილმა გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" საუბრისას.