1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მსახიობ გიორგი გილიგაშვილს ყელზე უზარმაზარი ჭრილობა აქვს.
ვიდეო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა ერთ-ერთი სავარჯიშო დარბაზიდან გამოაქვეყნა, სადაც გილიგაშვილს მიმართავს.
„დღეიდან ამ შრამით აბამ გოგოებს ხო?“ - ეკითხება შორენა ბეგაშვილი მსახიობს.
მსახიობმა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდა, ოპერაცია რამდენიმე დღის წინ თურქეთში გაიკეთა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი რადიაციული იოდით მკურნალობა უნდა დაიწყოს.
როგორც გიორგის და მედიასთან ინტერვიუებში ამბობდა, მისმა ძმამ ყველაზე რთული ეტაპი უკვე გაიარა და ის დარწმუნებულია, რომ სიმსივნეს საბოლოოდ დაამარცხებს.