„სულ მსურდა გამოვსულიყავი და მეთქვა, ლეგენდარულად ვარ, ხალხო. ჩემო ლამაზებო, არაფერი მიჭირს“ - გიორგი გილიგაშვილი

გილიგა

თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, მსახიობი და მომღერალი გიორგი გილიგაშვილი საქართველოში დაბრუნდა. როგორც თავად ამბობს, აღმოჩენილი 12 კვანძიდან 8 ავთვისებიანი იყო, თუმცა, რთული პერიოდი რწმენით გადახალა.

„შენდობას ვეტყვი დედაჩემს, მამაჩემს, ჩემს ძმას, ჩემს დებს, ბიძებს, დეიდებს, მამიდებს, ჩემს საქართველოს, ერსა და ბერს, ვინც მცირედ მაინც ვადარდე ჩემს განსაცდელზე. მე სულ მსურდა გამოვსულიყავი და მეთქვა, ლეგენდარულად ვარ, ხალხო. ჩემო ლამაზებო, არაფერი მიჭირს, რა. ჩემზე მაგარი ბიჭები 33 წლამდე ახლდნენ უფალს, ასე რომ, აქ პრობლემა არ არის, არც ჩემს გარდაცვალებაში, პრობლემა საერთოდ არაფერშია. იმიტომ არა, რომ მე მაგარი ბიჭი ვარ, იმიტომ, რომ ღმერთის მოწყალებას ყოველ ფეხის მეორე ნაბიჯზე უნდა გრძნობდეს ადამიანი. აი, ამ განსაცდელმა, ამ 4-საათიანმა ოპერაციამ, ამ 8 ავთვისებიანმა კვანძმა ათმაგი პასუხისმგებლობა შემმატა. მე არ მქონდა სხვა გზა - „როგორ ხარ, გილიგ?“ -„ლეგენდარულად“ - არ მეთქვა.“ - თქვა გილიგაშვილმა „სთორიში“.