VIDEO: რატომ განაწყენდა თინა კანდელაკი ქართველებზე - ტელეწამყვანმა საქართველოდან წასვლის მიზეზზე ისაუბრა

თინა კანდელაკი

2020 წელს თინა კანდელაკმა რუსეთის ტელეარხზე ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ გადაწყვიტა ყველაფრის მიტოვება და საქართველოდან წასვლა რუსეთში.

„თბილისში იმართებოდა სატელევიზიო ფესტივალი, დაახლოებით, „ტეფი“-ს ანალოგი. აქ უნდა გამოევლინათ წლის საუკეთესო გადაცემები, წამყვანები და ა.შ.

მე წარმადგინეს ნომინაციაზე წლის საუკეთესო ტელეწამყვანი. ცერემონიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მამას ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა რუსთაველზე მეგობრულად უთხრა, რომ თინა ძალიან ემოციურად უყურებს ამ დაჯილდოებას, ამიტომ დაამშვიდე, რადგან გამარჯვებული სხვა იქნებაო.

მთელი დღე ნიანგის ცრემლებით ვტიროდი, რადგან ეს იყო უდიდესი უსამართლობა, ფესტივალი დასრულდა და ვთქვი, მე მთელ საქართველოს დავუმტკიცებ, რომ სულ სხვა დონის წამყვანი ვარ და ეს ჯილდო არ მჭირდება -მეთქი.

ამ სიტყვებით დავიწყე გზების ძიება, აქედან გავიგე, რომ მოსკოვში იყო ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. ასე ვიპოვე სვეტლანა მაკაროვა და ვთხოვე, ავეყვანე. 10-ჯერ მაინც დავურეკე, ბოლოს დამთანხმდა. შემდეგ თქვა, რომ ისეთი მიზანსწრაფული ვიყავი, უბრალოდ უარი ვერ მითხრა. სახლში მოვედი და ვთქვი, რომ 3770 დოლარი მჭირდება-მეთქი. ფული არ გვქონდა, ბოლოს დედამ გადაწყვიტა, ბინა გაეყიდა და ქირით გადასულიყო, ასე ჩამოვედი მოსკოვში“. - გაიხსენა კანდელაკმა. 

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა, სამედიცინო განათლების მიღებაზე უარი თქვა.

 

ნახეთ ვიდეო⇓