„ბევრ კოლეგას ვურჩევ, მიჰბაძოს მას“ - კანდელაკი თვლის, რომ კადიროვი უკრაინის მოვლენების ვარსკვლავია

კადიროვი

თინა კანდელაკი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შესახებ კვლავ აღფრთოვანებით საუბრობს. როგორც ის თვლის, კადიროვი „მიმდინარე მოვლენებს“ ბევრ ჟურნალისტზე უკეთ აშუქებს.

ის ასევე ამბობს, რომ კადიროვი უკრაინის „მოვლენების“ აბსოლუტური ვარსკვლავია.

„ბევრჯერ მკითხეს, ვმართავ თუ არა მე კადიროვის სოციალურ ქსელებს, არა მეგობრები, არა. ჩეჩნეთის ლიდერი ომის დაწყებიდან დღემდე ნამდვილ ჰედლაინერად იქცა, ბევრ კოლეგას ვურჩევ, მიჰბაძოს მას. მისი რეპორტაჟები ბევრად საინტერესოა, ვიდრე ტელევიზიების მიერ მომზადებული სიუჟეტები. მან შექმნა საუკეთესო სამხედრო ბლოგი ტელეგრაზე.

რამზანს ილონ მასკი და პაველ დუროვი პასუხობენ. ჩვენ ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯით ვართ დაშორებული იმ ფაქტს, რომ ბაიდენი საჯაროდ გამოეხმაურება მის პოსტებს, “ - ამბობს თინა კანდელაკი.

 

ასევე ნახეთ ვიდეო - თინა კანდელაკი და კადიროვი