პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"მოკლედ - ემოციურად საშინლად დაღლილი ვარ და პირველ რიგში, ვწუხვარ, რომ ფიზიკურად ვერ მოგეხმარეთ, მიუხედავად დიდი სურვილისა.
ეს რა ვნახე, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, თუმცა დასასრულმა, იმ ძალიან მაგარმა გოგო-ბიჭებმა, ვინც ხალხს გვერდით დაუდგნენ, სანიაღვრეები გაასუფთავეს და ის პატრულის ეკიპაჟი თავდაუზოგავად ეხმარებოდა ნებისმიერ საკითხში ყველას. ამ ყოველივემ გული გამითბო. ნაცრისფერ მანქანაში, სავარაუდოდ ბავშვიც ეჯდათ, ვერც იძროდნენ, ვერც გადმოდიოდნენ, წელამდე წყალში იყვნენ. 112-ში რეკვას აზრი აღარ ჰქონდა, ერთი სამაშველო მანქანა რა გახდა, 5 წუთში ამოიყვანდა ორივე ჩარჩენილ მანქანას.
მადლობა ღმერთს, მშვიდობით დამთავრდა, მაგრამ გული დამეწვა. ჯერ ხომ შეეშინდებოდათ კიდეც, მერე, სავარაუდოდ, ამ "სიმწრით" ნაყიდ მანქანებს ვერ ტოვებდნენ. ყველა კადრი არ მაქვს, მაგრამ ვუყურებდი, მარტო როგორ ექაჩებოდნენ და არ ტოვებდნენ მანქანას (სანამ დაეხმარებოდნენ ან პატრული მოვიდოდა, მარტო წვალობდნენ). გული დამეწვა მართლა.
ვიდეოებში კარგად ჩანს, წყალი "მოლის" პარკინგამდე ავიდა. ისიც კარგად ჩანს, რამდენად ჩავარდნილია ეს გზა და ადგილი. სულ დაიფარა გზების გამყოფი კუნძულიც. მხოლოდ 2 სანიაღვრეა აქ, გზის ბოლოში, მარჯვნივ,. ერთ სანიაღვრეს წყალი არც წვდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ არასწორ ადგილას იყო (შემაღლებულზე). ასეთ ჩავარდნილ ადგილს რომ მეტი სანიაღვრე სჭირდება, მე, არაკომპეტენტური თუ ვხვდები, ისინი რას აკეთებენ, ვისაც ეს საქმე ევალება?
იმ კორპუსიდან, საიდანაც ვიდეოს ვიღებ, კერძო დასახლების დაღმართია და ის წყალიც აქ ჩამოვიდა. მუხიანის ასახვევში აღმართიდანაც აქ ჩამოდის წყალი. ზუსტად "მოლი" რომ მთავრდება, გვერდით ბენზინგასამართი სადგურია და იქაც დაღმართია, მეტროს ტერიტორიიდანაც აქ ჩამოვიდა წყალი. მოკლედ, ეს არის შუა წერტილი, სადაც გროვდება და აუცილებლად ისევ დაგროვდება ძლიერი წვიმის დროს წყალი და დარწმუნებული ვარ, არც ეს ყოფილა პირველი.
ვფიქრობ, ბევრ ცუდ ამბავს გადავრჩით და შემდეგში რომ რაიმე უბედურება არ დატრიალდეს, ან თუნდაც ამ ხალხმა რომ ამდენი აღარ იზარალოს, იქნებ ვინმემ ხმა მიაწვდინოს საჭირო სამსახურს, რომ მიხედონ ამ ადგილს?!
პ.ს. გადმოვეცი ის ყოველივე, რაც ვნახე. განვმეორდები, არაკომპეტენტური ვარ ამ საკითხებში, თუმცა აზროვნებისა და ხილვადობის უნარი არ დამიკარგავს. რატომ არის ამ ქვეყანაში ყველაფერი მოშლილი...
კიდევ ერთხელ მადლობა (სავარაუდოდ, გლდანის) პატრულის ეკიპაჟს და იმ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ყველას" - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინი იმერლიშვილი წერს და ვიდეოებს აქვეყნებს.