„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
„ჩემთან მოვარდა და მითხრა, შენ ხომ მამაჩემი ხარო, ვეღარ მოვითმინე და გამოვუტყდი“ - ამბობს მუსიკოსი დათო ევგენიძე „რუსთავი“-ის გადაცემაში „სხვა კითხვები.
„არც ცოლად მოყვანას ვაპირებდი, იმ პერიოდში, როდესაც სტუდენტი ხარ, ერთი კი არა, შვიდი რომანი გაქვს. ამ ქალთან ვიჩხუბებდი, დავცილდებოდი... ბალერინა იყო. მოხდა ისე, რომ ყოველ ზაფხულს ბიჭვინთაში მივდიოდი. ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდი. მითხრა ფეხმძიმედ ვარო. ისე, ბევრჯერ მომატყუა, რომ შევრიგებულიყავით... წავედი და რამდენიმე თვეში ჩავედი. მართლა დიდი მუცლით დამხვდა. ბავშვი გააჩინა, მაგრამ დედა იყო გაბრაზებული. დედა რუსი ჰყავდა, მამა - ფრანგი. ერთი წელი მოსკოვში იყვნენ. მერე საფრანგეთში დაბრუნდა...
ეს ქალი ჩავიდა თუ არა, გათხოვდა. სხვათა შორის მუსიკოს გაჰყვა. საკმაოდ კარგი ადამიანი იყო და ბავშვსაც კარგად უვლიდა. 8 წლამდე მოვითმინე... კონცერტი მქონდა და ბებიამ მოიყვანა. დიდი წარმატება მქონდა. რომ გამოვედი მოვარდა ჩემთან და შენ ხომ მამაჩემი ხარო? ვეღარ მოვითმინე და კი-მეთქი, “- ამბობს დათო ევგენიძე.