1728194938
უკრაინაში მოკლული მამაკაცის ცოლი ითხოვს, მკვლელი კიევის ციხეში არ ჩასვან და „აზოვასტლის“ რომელიმე მებრძოლში გაცვალონ - გულის ამაჩუყებელი ისტორია, სუმიდან
უკრაინაში, ქალს, რომელსაც სუმის ოლქში ოკუპანტებმა ქმარი სახლის წინ მოუკლეს, ითხოვს, რომ მეუღლის დაპატიმრებული მკვლელი კიევის ციხეში არ ჩასვან, "აზოვასტლის" მებრძოლებში ტყვეთა გაცვლისას გამოიყენონ და რუსეთში დააბრუნონ.
ამ გულის ამაჩუყებელ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კიევში რუსი სერჟანტის, 21 წლის ვადიმ შიშიმარინის სასამართლო პროცესის მეორე მოსმენა გაიმართა. მას ბრალად სუმის რაიონში, 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა ედება და „ომის კანონების და ჩვეულებების დარღვევის“ მუხლით ასამართლებენ.
ეს არის პირველი რუსი ჯარისკაცი, რომელსაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ ომის დანაშაულის ბრალდება წაუყენეს.
დღეს, სასამართლომ გარდაცვლილი ალექსანდრე შელიპოვის ქვრივი კატერინა დაკითხა, თავად შიშიმარინი და ბრალდების მხარის ორი მოწმე - შელიპოვების მეზობელი სოფელ ჩუპახოვკადან და კიდევ ერთი რუსი ტყვე სამხედრო ივან მალტისოვი. მკვლელობისას ის შიშიმარინთან ერთად იმყოფებოდა.
"მე მის უკან ვიყავი, როგორც ქვის კედლის მიღმა", - უთხრა სასამართლოს მისმა ქვრივმა. შელიპოვი სოფელში ტრაქტორის მძღოლად მუშაობდა.
კატერინა შელიპოვას თქმით, 28 თებერვლის ღამეს ტანკებმა სოფელში გაიარეს. ის და მისი ქმარი სარდაფში ისხდნენ და 28 თებერვალს, დილით, ალექსანდრე შელიპოვმა გადაწყვიტა, ცნობისმოყვარეობის გამო, ველოსიპედით გაევლო აფეთქებების ადგილებში. მალე მან გასროლის ხმა გაიგო. ქალმა სახლის ჭიშკარი გააღო და სამგზავრო მანქანა დაინახა, რომლის უკანა ფანჯარაში შიშიმარინი იყო ავტომატით.
შელიპოვამ ჭიშკარი დახურა, მიიმალა და მანქანის გასვლას დაელოდა. მერე გარეთ გავიდა და მოკლული ქმარი ნახა.
"დავიწყე ყვირილი, ბევრი ვიყვირე", - თქვა მოხუცმა.
„რატომ მოხვედი, ვისგან დამიცავი, ჩემი ქმრისგან, რომელიც მოკალი? – რაღაც მომენტში ჰკითხა შელიპოვამ რუს სამხედროს.
"მე არ მინდოდა მისი მოკვლა. მე ვესროლე, რომ მომშორებოდა", ვიცი, რომ ვერ მაპატიებ, მაგრამ ბოდიშს ვიხდი“, - თქვა შიშიმარინმა სასამართლოში.
თავად ვადიმ შიშიმარინმა დანაშაული პირველ სასამართლო სხდომაზევე აღიარა. დღეს, სასამართლოში დაკითხვისას მან თქვა, რომ სამოქალაქო პირებისთვის სროლა მას მათთან ერთად მანქანაში მყოფმა დაავალა.
საბოლოოდ, ქვრივმა თქვა, რომ მართალია, მას სურს, რუს სამხედროებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოთ, თუმცა ურჩევნია, "აზოვსტალიდან" უკრაინელ სამხედროებში, ტყვეთა გაცვლის დროს, ქმრის მკვლელი გამოიყენონ და გაცვალონ.