გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
რუსმა პრანკერებმა, ვოვანმა და ლექსუსმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს დაურეკეს ვლადიმერ ზელენესკის სახელით. (პრანკი - სატელეფონო ხულიგნობის ნაირსახეობა. როგორც წესი, ასეთი ხულიგნობის მოყვარულები (პრანკერები) ანონიმურად ურეკავენ რომელიმე ადამიანს და ცდილობენ, აიძულონ, თქვას ისეთი ფრაზა, რომელიც შემდგომში შეიძლება იქცეს დაცინვის მიზეზად ან ინფორმაციის მოპოვების საშუალებად. თანამედროვე პრანკერები, როგორც წესი, ასეთ ზარებს იწერენ და ჩანაწერებს ათავსებენ ქსელში).
ვინაიდან ექსპრეზიდენტს ეჭვი არაფერში შეუტანია, გულახდილად ესაუბრა „უკრაინის პრეზიდენტს“.
„ზელენსკისთან“ საუბრისას ბუშმა მას უთხრა: „ნება მომეცით, ვიკითხო: მას აცვია ფორმა? ებრძვის რუსებს? თქვენ მას მოქალაქეობა მიანიჭეთ? მან უნდა იბრძოლოს რუსების წინააღმდეგ".
ექსპრეზიდენტმა ასევე სააკაშვილს „მოძალადე ბიჭი" უწოდა და აღიარა, რომ აშშ-ს სააკაშვილთან პრობლემები ჰქონდა საქართველოში.
„პუტინმა მახე დაუგო და ის მასში გაება. ნებისმიერი პანიკა იმ დროს დაუშვებელი იყო. კარგი იქნებოდა, გეკითხათ, უნდა ყოფილიყო თუ არა ის თქვენი მთავრობის ნაწილი. რჩევას მოგცემდით, მაგრამ, იცით? სააკაშვილთან 2008 წლის შემდეგ არ მისაუბრია“, - დასძინა მან.
„პრანკის“ პრეზენტაცია 19 მაისს გაიმართა.
ცნობისთვის: ვოვანმა და ლექსუსმა სახელი გაითქვეს ისეთ ადამიანებთან ჩანაწერებით, როგორებიცაა პეტრო პოროშენკო, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი, ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, მიხაილ გორბაჩოვი, იგორ კოლომოისკი, ვიტალი კლიჩკო, ელტონ ჯონი და მრავალი სხვა პოლიტიკოსი თუ და შოუბიზნესის ვარსკვლავი.