როგორია მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სეფაშვილი

ისრაელში მცხოვრები თეა ცხადაძე მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, მომღერალს კლინიკიდან დღეს გაწერეს.

„მინდა გაგახაროთ და გაცნობოთ, რომ ბატონი მერაბი გამოჯანმრთელდა და დღეს გაწერეს კლინიკიდან. მადლობა ბატონ ლევან რატიანს და საუნივერსიტეტო გუნდის მთლიან შემადგენლობას.

მერაბ სეფაშვილის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ მთელ საქართველოს - უცნობს თუ ნაცნობს, 10 დღის განმავლობაში ტელეფონი თუ ინტერნეტსივრცე არ გაჩერებულა“, - წერს თეა ცხადაძე.

ცნობისთვის, მომღერალი კლინიკაში ორმხრივი პნევმონიით და სეფსისის დიაგნოზით მოათავსეს.