VIDEO: „ძალიან ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ“ - გიორგი სუხიტაშვილი სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ კადრებს აზიარებს

ბავშვი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ კადრებს აზიარებს და წერს, რომ მოზარდი ავტოსაგზაო შემთხვევას ბეწვზე გადაურჩა. იმ მომენტში კი მძღოლს სათანადო რეაგირება გაუჭირდებოდა.

„09:31:53-დან ეკრანის მარცხენა კუთხეში სკვერში ბავშვს უყურეთ, სასრიალოდან ჩამოსრიალების შემდეგ. არ ვიცი რატომ, პირდაპირ გზაზე გადაირბინა. მე ძაღლს ვასეირნებდი და მანქანები მეფარებოდა, წამიერად რაღაცამ გაირბინა და მეგონა ბავშვს მივამსგავსეთქო, თურმე კი არ მივამსგავსე ნამდვილად ბავშვი იყო, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო, ისე გავიდა გზაზე, მძღოლი დიდი ალბათობით, ვერ მოასწრებდა რეაგირებას.
ვიდეოში არ ჩანს არც ბავშვის და არც სხვა ადამიანების სახე და წესით, არანაირ კანონს არ ვარღვევ, რაც შეეხება თავად ამ ფაქტს, ძალიან ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ. ყველას მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებას გისურვებთ.“ - წერს მომღერალი.

ასევე ნახეთ: რა ხდება ამ წუთებში ლარსზე და სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - სამინისტროს სპეციალური განცხადება