რუსი ჟურნალისტი

VIDEO: დაპირისპირება „დედაენის ბარში“, სადაც „Россия 1"-ის ჟურნალისტი მოტყუებით სიუჟეტის გაკეთებას ცდილობდა

„დედაენის ბარში“ მომხდარის შემდეგ რუსული პირველი არხის კორესპონდენტი სიუჟეტის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა მას ამაში ხელი შეუშალეს.

ჟურნალისტი ბარის თანამშრომლებს და სტუმრებს  “როიტერისა” და “რადიო თავისუფლების” წარმომადგენლად გაეცნო.

რუსული არხის ჟურნალისტის ბართან გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა. გამოიძახეს პოლიციაც. 

„ეს ადამიანი გაგვეცნო როგორც “როიტერისა” და “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი, სინამდვილეში კი რუსული პირველი არხის კორესპონდენტია. აკეთებდა სიუჟეტს დედაენის ბარზე და მოტყუებით ჩაწერა ბარის თანამშრომლები/სტუმრები. გამოვიძახეთ პოლიცია, დავაფორმატეთ ჩიპი. გაიცანით, რიმა ბერულავა“,- წერს ნოდარ რუხაძე. 

ცნობისთვის, „დედაენის ბარზე“ კიბერშეტევა განხორციელდა. კიბერთავდასხმისას ბარის მონაცმები Google-ზე სხვადასხვანაირად შეცვალეს. ბარის დასახელებად დენაციფიკაცია ეწერა, ხოლო ვეგვერდის მისამართად kremlin.ru იყო მითითებული.

დედაენის ბარს ანტიოკუპაციური მიდგომა და რუსი მომხმარებლებისთვის სპეციალური წესები აქვს, ასევე, ღიად უჭერს მხარს უკრაინას. ამის პასუხად რუსეთის მოქალაქეები ბარის სოციალურ ქსელებში მუქარისშემცველ კომენტარებს წერდნენ.

მთავარი სიახლეები