პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ,,დედაენის ბარს" მხარდაჭერას უცხადებს და შესაბამის ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
,,დედაენის ბაღში არის დედაენის ბარი, სადაც მაგარი რაღაცა მოიფიქრეს: რუსებს თუ გინდათ შემოსვლა, კითხვარი შეავსეთო, უნდა აღიაროთ საქართველო ოკუპირებულია, რუსეთი ოკუპანტია და ა.შ. და თუ ამას არ დაეთანხმებით, არ შემოხვიდეთ ბარშიო. ჯიგრები არიან. ატყდა მთელი ამბავი, რუსებმა დაიწყეს ,,დარეპორტება" ამათი გვერდის და უწერენ ერთ ვარსკვლავს, რომ ჩამოუწიონ რეიტინგი და ჩამოუწიეს. არიქა, ახლა ქუდზე კაცი! ახლა ნამდვილი საქართველო-რუსეთის ომია, ოღონდ ინტერნეტსივრცეში, ამ ბარზე გადის ფრონტის ხაზი. ჰოდა, ვისაც მხარდაჭერა გინდათ ამ ბარის, მოდით, ლუდი იყიდეთ, დალიეთ, თან ხუთიანი დაუწერეთ, რომ ავწიოთ რუსების ჯიბრზე. იმიტომ რომ რუსები არიან ოკუპანტები, საძაგელი ხალხია. ყველა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება...
რუსებს ვაჩვენოთ, რომ აქ ,,საგულაო" ქვეყანა არავისი არ არის და ეს არ არის მორღვეული ღობე. ჰოდა, ასე უნდა ვიომოთ ყველგან, სადაც საომარია - ინტერნეტში, ბაღის დასაცავად, ბარის დასაცავად და საქართველოს დასაცავადაც. საქართველოს გაუმარჯოს, უკრაინას გაუმარჯოს და გავარტყი რუსეთს", - ამბობს მიმართვაში ალეკო ელისაშვილი.