პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„დედაენის ბარის“ მფლობელი დათო ლაფაური ამბობს, რომ ბარის სოციალურ ქსელებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს.
„რაც უკრაინაში ომი დაიწყო, გვაქვს ასეთი პოლიტიკა, პირველ რიგში, რუსმა სტუმრებმა უნდა გააკეთონ თავისი პოზიციის დეკლარირება, რომ არიან ისტორიის სწორ მხარეს და არ არიან პუტინის მხარდამჭერები. უნდა შეავსონ კითხვარი და ამის შემდეგ, შეუძლიათ ჩვენს ბარში შემოსვლა.
როგორც ჩანს, მოვექეცით მტრული რუსული ჯგუფების ყურადღების ცენტრში და დღეს დილიდან მიმდინარეობს ორგანიზებული კიბერთავდასხმა "დედაენის ბარის" სოცმედიაზე.
გვემუქრებიან, რომ მოგვანატრებენ 2008 წლის 8 აგვისტოს... ჩვენს google-ის ანგარიშზე 1500-ზე მეტი ცუდი შეფასება დაიწერა დილიდან... არის მუქარის ქარცეცხლი“, - ამბობს დათო ლაფაური.