პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,დედაენის ბარი" სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:
,,მეგობრებო, ყველას დიდ მადლობას გიცხადებთ გვერდში დგომისათვის, უთქვენოდ ძალიან ცუდი დღე გვექნებოდა.
ბევრმა თქვენგანმა შემოგვთავაზა მხარდაჭერა, ჯერ არ ვიცით რა არის სამოქმედო გეგმა და გპირდებით, რომ ყოველ ნაბიჯზე საქმის კურსში გამყოფებთ.
კიბერშეტევა ისევ გრძელდება, მაგრამ თქვენი გამალებული ჩართულობით გუგლმა მთელი საეჭვო აქტივობა წაშალა და მთელი ეს ორომტრიალი ცუდი სიზმარივით გაქრა.
რამდენიმე სქრინშოთი მაინც შემოვუნახეთ ისტორიას.
ძალიან გაბრაზებულები ვართ, დაუჯერებელია, რომ ამ ბოროტი კომენტარების უკან რეალური ადამიანები დგანან.
ორი რუსეთი არ არსებობს.
მადლობა, კარგო ხალხო!viva უკრაინაviva ერთიანი საქართველოღრუსეთი კი თავის გემს მიჰყვეს ფსკერისკენ", - აღნიშნულია მიმართვაში.