დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ჩემო ნიკა! ვიცი, შვილო, ეჭვი არ გეპარება, თუ როგორ განვიცდი შენი და შენი ოჯახის მძაფრსა და შემზარავ ტკივილს. ეს ლექსი შენს გასამხნევებლად არ დამიწერია, რადგან კარგად ვიცი - ყველანაირი გვერდში დგომა და გამხნევება უძლურია, უსუსურია იმ განცდებთან შედარებით, რასაც ამჟამად შენ და შენი ოჯახი გრძნობთ. ამ ლექსის დაწერაც იმიტომ გავბედე, რომ თუ ვინმეს ამ ტკივილის რაიმე გაეგება, ერთ-ერთი მე ვარ და ჩემი ოჯახი...“ - ამის შესახებ პოეტი ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში წერს.
პოსტს „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„არ გკადრებ, არ გაგამხნევებ,არც სიმშვიდეს გთხოვ სულისას,შენს თავს შენ უნდა უწამლო - წამალს სხვას ნუ სთხოვ წყლულისას,ბინდისფერობამ სოფლისამდღე მრავალს გადაუნისლა,მეც ამ ტკივილმა დამიდნოთხელი კედლები გულისა,დამლია წუთისოფელმა,ამღვრევამ სიყვარულისამ...მოვთქვამ, ასეთმა ამინდმალამის ჭკუიდან შემშალოს,გადმოდი, მოვთქვამ ძილშიაც -ცრემლო! თვალებთან შემშრალო,ერთსა გთხოვ მამა-შვილურად -მზე მაგ გულში არ შეცვალო!მტერს ლაღი უნდა ეგონო -ტკივილით მიწის მკბეჩავო...დრო სიმღერას გთხოვს? იმღერე!ჯავრმა არ გაგაბეჩავოს.შვილო! ჭრელია საწუთრო,ზნეს არ დაიგდებს თავისას,ბევრჯერ აგიშლის გონებასჩქამი სულეთის კარისა,ბევრჯერ ცრემლებით დაჰხვდებიცაზე გადმოსვლას მთვარისას,ბევრჯერ აჰხედავ ეჭვითაზნეს უფლის სამართალისას...უნდა იბრძოლო! სიკვდილთანშეკვრა არ გმართებს ზავისა,არცა გთხოვ გვერდის აქცევასმთიდან მომსკდარი ზვავისას,ცრემლისთვის ღამე დაზოგე -დღე რომ აბჯარი აისხა!..ტარიელ ხარხელაური რომელსაც შვილივით უყვარხარ და ცრემლიანი თვალებით შემოგყურებს.როცა ძალიან გამიჭირდა, საშველი სხვა რომ ვერა ვნახე რა, სიკვდილის გარდაცვალება წარმოვიდგინე და თუ როგორ, ამაზეც ლექსად მინდა გაგესაუბრო:ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცვლება,ცვარი ეღვრება ციდან იელებს,ვეღარც მზის მოსვლით ვერ შეივსებაეს შემზარავი სიცარიელე...კლდეებს ნაწყლულევთ ნისლით ვუხვევდი,ცაო! როგორ მღლი შენი უფლობით,წუხელ სიკვდილი მეწვა მუხლებზე და, მე და მთვარე ვჭირისუფლობდით,“ - წერს ტარიელ ხარხელაური.