გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დიდი რეჟისორის ბოლო წლებსა და შემოქმედებაზე ისაუბრეს.
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიდიან ამ ქვეყნიდან და იმ სფეროში, რომელშიც მოღვაწეობს, გულისწყვეტას იწვევს, მაგრამ თემურ ჩხეიძე გარდა საოცარი პიროვნული თვისებებისა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართული თეატრისთვის და განსაკუთრებით საჭირო იყო, როგორც პედაგოგის, მისი რაც შეიძლება დიდხანს ყოფნა ჩვენთან ერთად.
თემურ ჩხეიძე, როგორც ზნეობრივი მაგალითი, როგორც დიდი რეჟისორი, როგორც კლასიკოსი, არამარტო ჩვენს ქვეყანას, ზოგადად ადამიანებს დააკლდებათ, როგორც მაგალითი, როგორ უნდა იცხოვრონ მშვიდად წყნარად და გიყვარდეს ახალგაზრდობა და როცა ახალგაზრდობა გიყვარს ე.ი. ემსახურები იმ საქმეს, რომელიც გინდა რომ განვითარდეს.
ბატონო თემურ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მიყვარხართ“, – თქვა წულუკიძემ.