დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„მზიან სამტრედიაზე გვაქვს ახლა „საიმედო ტური“ რომელიც ჩემი განწყობითა და ემოციით, ისეთია ძველი ნიკოლოზის ბოლო გალაღება“, - სწორედ ამ სიტყვებით წარადგინა ტელეწამყვანმა, ნიკოლოზ წულუკიძემ „საიმედო ტური“.
მისი თქმით, ამ გადაღებიდან ორ დღეში მისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული მოვლენები განვითარდა.
„ვიწყებთ პარასკევს, პარასკევს საიმედო ტურით ვიწყებთ ხოლმე, ჩვენ ეს ტური გადავიღეთ დაახლოებით ორი თვის წინ სამტრედიაში, სწორედ ჩემ ტრაგედიამდე ორი დღით ადრე, ამიტომ ეს ტური გაჩერებული გვქონდა, არ ვიცოდით გაგვეშვა თუ არა. მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად უნდა გავიდეს ეს ტური, რადგან ძალიან დიდი რესურსი, შრომა ჩაიდო თვითონ სამტრედიელების, იმ ადამიანების, რომლებმაც მართლაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ტური გაკეთებულიყო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რომელთა ერთადაც საიმედო ტურს ვაკეთებთ ხოლმე ყველგან და ჩვენი მთელი შემოქმედებითი ჯგუფიც ... მზიან სამტრედიაზე გვაქვს ახლა „საიმედო ტური“, რომელიც ჩემი განწყობითა და ემოციით, ისეთია ძველი ნიკოლოზის ბოლო გალაღება“, - ამ სიტყვებით წარადგინა ნიკოლოზ წულუკიძემ „საიმედო ტური“.