„ველოდებით პირველ გულისცემას“ - 38 წლის ქალი, რომელმაც ქიმიოთერაპიის 8 კურსი ჩაიტარა, ნანატრ შვილს ელოდება

ეხო

38 წლის ქართველი ქალი, რომელმაც ქიმიოთერაპიის 8 კურსი ჩაიტარა, ნანატრ შვილს ელოდება. 

პაციენტს 8 წლის წინ ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც ბელგიაში ოპერაცია გაიკეთა, რასაც თან მკურნალობის ხანგრძლივი და მძიმე პერიოდი ახლდა.

პრაიმტაიმი“ ახალგაზრდა ქალის რეპროდუქტოლოგს თეა ჩარკვიანს ესაუბრა, რომელიც ამბობს რომ პაციენტს ძალიან გაუმართლა. 

„მისთვის პირველი ორსულობაა. ბელგიაში აქვს ჩატარებული კვლევაც და ძუძუს ოპერაციაც. ის 8 ქიოთერაპიაც. დღემდე კონტაქტშია ბელგიელ ონკომამოლოგთან. ორსულობის ნებართვაც მისგან არის მოცემული. იყო არაჰორმონდამოკიდებული სიმსივნე.

სამწუხაროდ, მას არ წარმოუდგენია ბელგიიდან დოკუმენტი. არც ის ახსოვს ქიმიის დროს რა პრეპარატებია ნახმარი. მისთვის არ ურჩევია ბელგიელ ექიმს, რომ გაეყინა კვერცხუჯრედები ქიმიოთერაპიის დაწყებამდე.

ჩვენ უფრო გახარებულები ვიყავით ვიდრე მან გამოხატა ემოციები. განმეორებით სისხლის ანალიზზე b-hCG მაჩვენებელი გაორმაგდა (128-დან ავიდა 370) ველოდებით პირველ ეხოს და გულისცემას.

სამწუხაროდ, ეს მაგალითი ვერ იქნება ყველა ასეთი ანამნეზის პაციენტისთვის - ამ პაციენტს ძალიან, ძალიან გაუმართლა“, - ამბობს ექიმი რეპროდუქტოლოგი თეა ჩარკვიანი.