შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები - ჩემოდანში ნაპოვნი ბავშვების ცხედრების საქმე გაიშიფრა

მკვლელობა

სამხრეთ კორეაში დააკავეს ქალი ახალი ზელანდიიდან, რომელიც ორი ბავშვის მკვლელობაშია ბრალდებული.

გასულ თვეში ორი გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი მიტოვებულ ჩემოდნებში უცნობმა პირებმა იპოვეს.

პოლიცია ამბობს, რომ ცხედრები ჩემოდნებში რამდენიმე წლის განმავლობაში იყო. დაღუპულები 7 და 10 წლისანი იყვნენ.

ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია არის თუ არა 42 წლის ეჭვმიტანილი გარდაცვლილი ბავშვების დედა.

ახალი ზელანდიის პოლიციამ სამხრეთ კორეელ კოლეგებს მანამდე უთხრა, რომ ბავშვების დედა შესაძლოა სამხრეთ კორეაში ცხოვრობდეს. მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. ახალი ზელანდია დაკავებულის ექსტრადირებას ითხოვს.