„ვეღარ მოესწრო აფხაზეთში, მშობლიურ თავისუფლებაში დაბრუნებას“ - კიდევ ერთი ემიგრანტი გარდაიცვალა

ლენტი

კიდევ ერთი ემიგრანტი, სვეტა ბენიძე-ქობალია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთი, ჩვენი თანამემამულე გარდაიცვალა დევნილობაში, მშობლიური კუთხიდან შორს,  თავისუფლების მკვიდრი, ძვირფასი ქალბატონი, სვეტლანა (სვეტა) ბენიძე-ქობალია. „სოხუმი - თავისუფლება“ საზოგადოების სახელით, ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ქ.ნ სვეტას, სადაც მართალნი განისვენებენ.

გასვენება ქ. სუზდალში.

სამწუხაროდ, იგი ისევე, როგორც მისი მეუღლე ვალერი ქობალია ვეღარ მოესწრო აფხაზეთში, მშობლიურ თავისუფლებაში დაბრუნებას, მაგრამ მათი მოდგმა და ჯიში, შვილები, შვილიშვილები, ახლობლები მალე დაბრუნდებიან, ააღორძინებენ ვალერისა და სვეტას დიდებულ ოჯახს“ - წერს ჯემალ სვანიძე.