ვინ არის „სამედიცინო ცენტრი საროველის“ დირექტორი, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა

ალექსანდრე  კვაჩიძე

ცოტა ხნის წინ, „სამედიცინო ცენტრი საროველის“ ფეისბუკ-გვერდზე სამძიმრის წერილი გამოქვეყნდა. მათი ინფორმაციით, მოულოდნელად კლინიკური დირექტორი, 35 წლის ალექსანდრე  კვაჩიძე გარდაიცვალა. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი.

გარდაცვლილს მეგობრები, კოლეგები და პაციენტები ემშვიდობებიან.

„გუშინ როგორი ბედნიერები ვიყავით, ჩავთვალეთ, რომ მშვიდობიანად და წარმატებით დავამთავრეთ 2022 წელი და დღეს, ასეთი საშინელი დღე, ძალიან მენანებით, ბატონო ალეკო“;

„შენნაირი ადამიანები ასე ნაადრევად არ უნდა მიდიოდნენ... ჯერ ისევ ბევრ ადამიანს სჭირდებოდა შენი დახმარება, რამდენი ღამე გაგითენებია... რამდენი სიცოცხლე გადაგირჩენია, ალეკო ექიმო...მშვიდობით“;

„არ მეგულება ადამიანი, შენგან ნაწყენი და შენზე ცუდის მთქმელი. როგორ ჰყვარებიხარ სამყაროს“ - წერენ სოციალურ ქსელში.